მოსკოვში მარკელოვისა და ბაბუროვას ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციაზე 24 კაცი დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა აქციაზე, რომელიც ადვოკატ სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობის წლისთავს მიეძღვნა. ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთში ულტრამემარჯვენეობის გავრცელების გამო. პოლიციის პრეს-მდივნის განმარტებით, აქციის მონაწილეები დააკავეს იმის გამო, რომ მათ სანქციის გარეშე სცადეს საპროტესტო სვლის გამართვა. მარკელოვი, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე მუშაობდა და ბაბუროვა, ოპოზიციურ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი, 2009 წლის 9 დეკემბერს დღისით მოკლეს შუაგულ მოსკოვში. დღეს ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის ცენტრში მათი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.