საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ეგვიპტში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს, ეგვიპტში ვიზიტს განაგრძობს. დღეს დელეგაციის წევრებმა ინდუსტრიული ზონები დაათვალიერეს. მანამდე გაიმართა საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი, რომლის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა გილაურმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ეგვიპტელ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს მარტში ეწვევა.