დილის სტუმარი: გიორგი ჩხეიძე

გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე, რომელიც ლაპარაკობდა უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. გიორგი ჩხეიძის აზრით, ანგარიშში ვერ იქნება მიმოხილული სიტუაცია სრულად, თუმცა, ძირითად პრობლემებზე ყურადღება სწორად არის გამახვილებული და უმთავრეს პრობლემებად საქართველოში ადამიანის უფლებებთან მიმართებაში რჩება პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, სისხლის სამართლის სისტემა და მედიის თავისუფლება.