დმიტრი მედვედევი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი 25 იანვარს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება. სამი ქვეყნის მეთაურები მთიანი ყარაბაღის შესახებ იმსჯელებენ. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა სოჭში გაიმართება.