ამერიკა ჯარების გამოყვანის შემდეგაც არ დატოვებს ავღანეთს

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ავღანეთში დარჩებიან სამოქალაქო სპეციალისტები. დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკა არ გაიმეორებს შეცდომას, რომელიც 1989 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ დაუშვა. მაშინ ამერიკის ადმინისტრაციამ ვერ გათვალა დახმარების აუცილებლობა და ავღანეთი ალ-ყაიდის მომხრეთა თავშესაფრად იქცა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამერიკა დაეხმარება ავღანეთს სოფლის მეურნეობის აღდგენასა და ქვეყნის მმართველობის სისტემის განმტკიცებაში.