ირანში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა

ირანის ქალაქ მაშჰადში დაჯდომის დროს ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო თვითმფრინავს, რომელში მყოფი 46 მგზავრი დაშავდა. ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, თვითმფრინავში, რომელიც აბადანიდან მოფრინავდა, 157 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იყო.