რუსეთის ქალაქ ტომსკში საპატიმროში ჟურნალისტის სიკვდილის გამო საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

რამდენიმე ასული ადამიანი მონაწილეობდა რუსეთში, დასავლეთ ციმბირის ქალაქ ტომსკში გამართულ დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ საპატიმროში ჟურნალისტ კონსტანტინ პოპოვის სიკვდილის გამო. პოპოვი სიმთვრალის გამო დააკავეს 4 იანვარს. ის მილიციაში ერაერთხელ სცემეს და დაამცირეს და შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში. 20 იანვარს პოპოვი გარდაიცვალა. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: „უკონტროლო მილიცია ბანდიტებზე უარესია“ და „გრცხვენოდეთ“. ტომსკის მილიციის უფროსი და პოპოვის მიმართ ძალადობის უშუალო მონაწილე სამსახურიდან დაითხოვეს.