ქაბულში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა

ნატოს განცხადებით, აფეთქება მოხდა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზასთან ავღანეთის დედაქალაქში. დაიჭრა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი. ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქმე ეხება თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილ აფეთქებას.