ჰაიტიზე ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ჰაიტიზე მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი იპოვნეს. ამერიკელი სამხედროების ცნობით, მათ სამშაბათს ჰაიტის დედაქალაქის ცენტრში მდებარე შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს კაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მწვავე დეჰიდრაციას განიცდიდა. მან ნანგრევებში 12 დღე გაატარა. ჰაიტიზე ნანგრევებიდან 130-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.