ობამა დღეს კონგრესს მიმართავს

აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პირველად მიმართავს კონგრესს ”ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ” სიტყვით. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ობამა, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს ამერიკის ეკონომიკის გააქტიურებისა და აშშ-ს ტერორისრული თავდასხმებისგან თავდაცვის გაძლიერებისთვის მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.