არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართა. აქციაში ხალხის და კონსერვატიული პარტიების და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერები და ამ პარტიათა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ აქციებს ყოველ ოთხშაბათს თბილისის სხვადასხვა უბანში გამართავენ.