დღეს 65 წელი შესრულდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან

დღეს სირენის ხმა გაისმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში ბანაკის გათავისუფლების 65-ე წლისთავის აღსანიშნავად. ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის წლებში გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე. ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში, რომელშიც 1,1 მლნ ადამიანი, უმეტესწილად ებრაელები დახოცეს, დღეს გადარჩენილები შეიკრიბნენ. მსხვერპლის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პოლონეთის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლა წითელმა არმიამ. 2005 წელს გაერომ ეს დღე "ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა, ნაცისტების მიერ გაჟლეტილი 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დღეს, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მართლმსაჯულებას გადაეცეს ჰოლოკოსტის გადარჩენილი დამნაშავეები.