ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, ამერიკელი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ორშაბათს ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებით, ამავე ბრალდებით - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითა - დაკავებულია ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე.