პოლონეთში არალეგალურად მყოფი ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად განხორციელდება

პოლონეთში საქართველოს ელჩის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრეს-ნიუსის" ცნობით, ქავთარაძემ აღნიშნა, რომ თებერვლის პირველი ნახევრისთვის არის დაგეგმილი დეპორტაციის მორიგი ეტაპი. ელჩის ინფორმაციით, პოლონეთში იმყოფება 4000-მდე ქართველი, რომელთა უმრავლესობაც პოლონეთში გასულ წელს არალეგალურად შევიდა. მათ დევნილების სტატუსი მოითხოვეს, ნაწილმა დანაშაული ჩაიდინა. პოლონეთიდან მათი დეპორტაცია რეგულარურად, თვეში ორჯერ ხდება.