თვითმკვლელმა ამფეთქებელმა ერაყის ქალაქ სამარაში, სულ ცოტა, ორი ადამიანი მოკლა

ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ქალაქ სამარის ერთ-ერთი კაფეში. სამარა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. პოლიციის ცნობით, კაფეში, რომელშიც აფეთქება მოეწყო, ბევრი პოლიციელი და სუნიტი მუსლიმანების მოძრაობა "საჰვას" წევრი დადის. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება იერიშზე პასუხისმგებლობა.