საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პრეზიდენტის განკარგულებით, არმიაში 1269 ახალწვეულს, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურში 440, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში კი 1300 კაცს გაიწვევენ. საქმე ეხება 18-იდან 27 წლამდე მოქალაქეებს. საგაზაფხულო გაწვევა 1 ივლისს დასრულდება.