პაკისტანის მედიის ცნობით, გარდაიცვალა თალიბანის ლიდერი ამ ქვეყანაში, ჰაკიმულა მეჰსუდი

პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პაკისტანში თალიბანის ლიდერი, ჰაკიმულა მეჰსუდი გარდაიცვალა აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს მიმდინარე თვეში მიღებული ჭრილობების შედეგად. იერიში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. თალიბანის პრეს-მდივანი უარყოფს ცნობას მეჰსუდის გარდაცვალების თაობაზე, ხოლო პაკისტანელ გენერალ ათარ აბასის განცხადებით, არმია ცნობის გადამოწმებაზე მუშაობს. ამბოხებიდან ჰაკიმულაჰ მეჰსუდის გამოთიშვა მნიშვნელოვანი წარმატება იქნებოდა როგორც ვაშინგტონის, ისე ისლამაბადისთვის ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.