გაეროს ხელმძღვანელი კვიპროსთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი კვიპროსის გაერთიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წინ აცხადებს რომ კვიპროსის გაერთიანება შესაძლებელია და შეთანხმება შორს აღარ არის. ბან კი მუნმა ეს განცხადება ლარნაკაში ჩასვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის კვიპროსის ბერძნული და თურქული მხარის ლიდერებს შეხვდება, რომლებიც 16 თვის განმავლობაში გრძელ და რთულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.