ვაგზლის მოედანზე ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ

ვაგზლის მოედანზე მდებარე ბაზრობისა და სუპერმარკეტების რამდენიმე ათეული მოვაჭრე დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეების თქმით გაფიცვა დაკავშირებულია საგადასახადო ცვლილებასთან, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. დღეიდან მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი, 10 000 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მოვაჭრეები ხვალ გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ.