ბაღდადში სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა თვთიმკვლელი ქალის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად

სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა თვთიმკვლელი ქალის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ბაღდადის ჩრდილოეთში. ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა პროცესიის მსვლელობის დროს აამოქმედა. პროცესია შედგებოდა რამდენიმე ათასი შიიტი მომლოცველისგან, რომლებიც ბაღდადიდან 80 კილომეტრით დაშორებულ წმინდა ქალაქ ქერბალისკენ მიემართებოდნენ.