ავღანეთში სამი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენტის სამი სამხედრო მოსამსახურე დაუღუპა. კოალიციური ძალების ხელმძღვანელობის ცნობით, ერთი ჯარისკაცი მეამბოხეებთან შეტაკების დროს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაიღუპა, მეორე – კი დასავლეთის პროვინციაზე ნაღმზე აფეთქებისას. იტყობინებიან ასევე, რომ ავღანეთის სამხრეთში მომხდარი აფეთქების დროს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.