ვენეციის კომისიის ექსპერტებმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო. ვენეციის კომისიის ექსპერტებმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს, რადგან ძლიერი ნისლის გამო, საერთაშორისო აეროპორტი გასული ღამიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავების მიღებას ვერ ახერხებდა. გადადებული ავიარეისების შესრულება დილიდან განახლდა. ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები თბილისის ნაცვლად ერევანში ჩავიდნენ და სომხეთიდან საქართველოში ავტოტრანსპორტით გაემგზავრნენ.