ნატოს თავდაცვის მინისტრები სტამბოლში იკრიბებიან

ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს სტამბოლში იკრიბებიან ავღანეთის არმიისა და პოლიციის წვრთნის გაუმჯობესებაზე სამსჯელოდ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ პოლიციის საკითხებში ექსპერტების დეფიციტია და უსაფრთხოების ხელშემწყობ საერთაშორისო ძალებს დამატებით მწვრთნელთა ასზე მეტი ჯგუფი სჭირდება. ნატოს თავდაცვის მინისტრებს პარასკევს შეუერთდებიან კოლეგები ”აისაფის” მონაწილე ქვეყნებიდან.