კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში ექვსი მეამბოხე მოკლეს

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, მოსკოვის პოლიტიკის მომხრე რამზან კადიროვის განცხადებით, რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჩეჩნეთში, სულ ცოტა, ექვსი მეამბოხე მოკლეს. კადიროვის თქმით, ტყეებში კიდევ 15-მდე მეამბოხეს დევნიან. როგორც ჩეჩენმა ლიდერმა განაცხადა, არის იმის ნიშნები, რომ მოკლულებს შორის, თვით კადიროვის სიტყვებით, „არაბი ტერორისტები“ არიან.