თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა ამ თვეში თეთრ სახლში შეხვდება დალაი ლამას. ამერიკულ მხარეს თარიღი არ დაუზუსტებია. დალაი ლამას მდივნის თანახმად, საუბარი გაიმართება 17-18 თებერვალს. ჩინეთის ლიდერებმა მოუწოდეს ობამას, არ შეხვდეს ემიგრაციაში მცხოვრებ ტიბეტელთა ლიდერს. თეთრი სახლის თქმით, ობამამ ჩინეთის ლიდერებს უთხრა, რომ აპირებს დალაი ლამას მიწვევას, რომელსაც ვაშინგტონი პატივსაცემ რელიგიურ და კულტურულ ლიდერად მიიჩნევს.