უკრაინა: ეგზიტ-პოლი მცირე უპირატესობით გამარჯვებას იანუკოვიჩს აკუთვნებს

ეროვნული ეგზიტ-პოლის მონაცემების თანახმად, უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ლიდერმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, მცირე უპირატესობით დაამარცხა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. ეგზიტ-პოლის მიხედვით, იანუკოვიჩმა ხმათა 48.7 პროცენტი მოიპოვა, ტიმოშენკომ კი 45.5 პროცენტი. ტიმოშენკოს შტაბი აცხადებს, რომ მოითხოვს გაუქმდეს დონეცკის ოლქის იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც საარჩევნო კომისიებში ტიმოშენკოს წარმომადგენლები არ დაუშვეს.