კონეკტიკუტში ძლიერი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოყვანეს

შტატ კონეკტიკუტში, ქალაქ მიდლტაუნში, ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც კომპანია ქლინ ენერჯის ელექტროსადგურში გუშინ მოხდა, 5 ადამიანი დაიღუპა, და რამდენიემ ათეული მძიმედ დაშავდა. როგორც ჟურნალისტებს მიდლტაუნის მერმა განუცხადა, ზუსტი რაოდენობა იმ მუშებისა, რომლებიც აფეთქების დროს ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, უცნობია, სავარაუდოდ, მათი რიცხვი 100-დან 200-მდე მერყეობს, სწორედ ამიტომ შესაძლებელია, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.