იულია ტიმოშენკო არჩევნების შედეგებს გასაჩივრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს იმ შემთხვევაში გაასაჩივრებს, თუ სასამართლო უკრაინის ზოგიერთ რეგიონში არჩევნების გაყალბების ფაქტებს დაადასტურებს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში ტიმოშენკოს ბლოკის ფრაქციის წარმომადგენელმა ელენა შუსტიკმა განუცხადა. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს ხმების 48,95% აქვს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კი - 45,48%. ცსკ-ის მიერ ამ დროისთვის დამუშავებულია ოქმების 99,91%.