ზვავებმა ავღანეთში, სავარაუდოდ, 60-ზე მეტი ადამიანი შეიწირა

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქაბულის ჩრდილოეთით, მაღალმთიან რეგიონში ზვავების შედეგად შესაძლოა, 60-ზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული. შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰანიფ ატმარის ინფორმაციით, მაშველებმა 24 დაღუპულს მიაკვლიეს, თუმცა შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი მეტია - სავარაუდოდ, კიდევ 40 ადამიანი.