დღეს ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

დღეს ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ძირითად პროგრამაში ნაჩვენები იქნება 20 ფილმი. პროგრამას გახსნის ჩინელი რეჟისორის ვან ქუან’ანის ფილმი ”ერთად ცალცალკე” ("Apart Together"). ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ითვლება რომან პოლანსკის ბოლო ფილმის ”მწერალი-აჩრდილის” ("The Ghost Writer") მსოფლიო პრემიერა. თავად პოლანსკი ფესტივალს ვერ დაესწრება, რადგან ის შვეიცარიაში შინაპატიმრობაში რჩება. ბერლინის კინოფესტივალის შვიდკაციან ჟიურის გერმანელი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი უდგას სათავეში. გამარჯვებულთა ვინაობა 20 თებერვალს გაირკვევა.