სოხუმში სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია გაიმართა

სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია გაიმართა. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, ცერემონიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მონაწილეობდნენ. ინაუგურაციის გამო, სოხუმში ჩავიდნენ სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი. აფსნიპრესი იუწყება, რომ ცერემონიას რუსეთსა და ბელორუსიაში ვენესუელის და ნიკარაგიუს ელჩებიც დაესწრნენ.