ავღანეთის პოლიციამ 20 თალიბის გვამები იპოვა

ავღანეთის უშიშროების ძალების განცხადებით, მათ 20 თალიბის გვამები იპოვეს თოვლით დაფარულ მთიან რეგიონში, სადაც მათ უკან დახევა აიძულეს. თალიბები, როგორც ჩანს, გაიყინენ. რეგიონული პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, გვამები იპოვეს ორ გამოქვაბულში ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. ასევე ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ისევ გაიხსნა სალანგის უღელტეხილი მას შემდეგ, რაც ზვავებმა მიმდინარე კვირაში 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორშაბათსh და სამშაბათს, სულ ცოტა, 36 ზვავი ჩამოწვა, რომელთაგან სამს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.