ვანკუვერში დაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე კანადაში, ვანკუვერში, დაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ის ვარჯიშისას ტრასიდან ამოვარდა და იქვე აღმართულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იტყობინებიან, სამედიცინო პერსონალი სარეანიმაციო პროცედურებს უტარებდა მას, შემდეგ კი ის ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.