ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩის მოსახლეობას კომპენსაცის მოცულობა არ აკმაყოფილებს

ბათუმის ბულვარი

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ადლიის დასახლების ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებისა და ახალი ბულვარის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გამოსყიდვის პროცესი დაიწყო, თუმცა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული თანხა მოსახლეობისთვის არასაკმარისია. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად აღნიშნულ ტერიტორიაზე ქონების ექსპროპრიაცია მაინც მოხდება.