ინგუშეთში ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

ინგუშეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მძიმედ დაიჭრა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ხავაშ გეროევი. იგი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ინგუშეთის საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ, შაბათს ნაზრანში მოხელის მანქანა აფეთქდა. დღესვე ინგუშეთის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთის მშვიდობიანი მცხოვრებლები დაიღუპნენ. სპეცოპერცია შეიარაღებული მეამბოხეების წინააღმდეგ ინგუშეთის რაიონის სოფელ არშტიში ჩატარდა. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის პრზიდენტებმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ორდღიანი სპეცოპარაციისას 14 მეამბოხე დაიღუპა.