ბელგიაში მატარებლების შეჯახებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბრიუსელის შემოგარენში ორი მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია ბრიუსელიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰალესთან მოხდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.