პარიზში კიევის მერის ქალიშვილი გაძარცვეს

გუშინ კიევის მერის - ლეონიდ ჩერნოვეცკის ქალიშვილი - კრისტინა ჩერნოვეცკაია გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, მას ხელჩანთაში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა ედო. ჩერნოვეცკაია პარიზში ყოფნისას მანქანით მგზავრობდა. მისი თქმით, მანქანასთან მივიდა მამაკაცი და მისი ჩანთა წაიღო.