კარაჩიში თალიბანის სამხედრო მეთაურის დაკითხვა მიმდინარეობს

ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით, პაკისტანში, კარაჩიში შეერთებული შტატებისა და პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი რეიდის დროს თალიბანის სამხედრო მეთაური შეიპყრეს. აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ მულა ბარადარი თალიბანის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის ავღანეთში შეტევითი ოპერაციის დაწყებისას დააკავეს და რამდენიმე დღეა მისი დაკითხვა მიმდინარეობს.