ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ტრაგიკულად დაღუპული წევრის ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი ვანკუვერიდან გადაასვენეს მიუნხენში, საიდანაც გამთენიისას თბილისში ჩამოასვენებენ. სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, ვანკუვერის აეროპორტამდე ქართველი სპორტსმენის ცხედარი პოლიციის საპატიო ესკორტმა გააცილა. მანამდე ადგილობრივ ეკლესიაში ჩატარდა ნოდარ ქუმარტაშვილის სულის მოსახსენიებელი ღვთისმსახურება, რომელსაც ვანკუვერის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯოან ფურლონგიც დაესწრო.