24 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიაში, პოლიციაზე თავდასხმის შედეგად

24 ადამიანი დაიღუპა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიაში. თავდასხმა მოტოციკლებზე ამხედრებულმა ოცამდე ამბოხებულმა მაოისტმა განახორციელა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მაოისტებმა 6 ათასზე მეტი ადამიანი დახოცეს. მაოისტები, მათივე მტკიცებით, ღარიბთა უფლებებისათვის იბრძვიან.