ბაკურიანში ქუჩას ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი ეწოდა

ქუჩას, სადაც ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. ეს გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო. ბაკურიანში დილიდან ნოდარ ქუმარიტაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.