მოსკოვში ხელი მოეწერა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებას

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ასევე აქვს შესაძლებლობა შექმნას ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება როგორც მშვიდობის, ასევე ომის პირობებში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წელია. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა გარი კუპულბამ როიტერს განუცხადა, რომ ბაზაზე სულ ცოტა 3 ათასი სამხედრო განთავსდება.