პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის ფედერაციისთვის პერსონა ნონ გრატაა

პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის ფედერაციისთვის პერსონა ნონ გრატაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა მდევედევმა მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მედვედევი დარწმუნებულია, რომ ადრე, თუ გვიან საქართველო და რუსეთი ნორმალურ სრულფასოვან ურთიერთობას აღადგენენ. ”თუმცა, პირადად მე საქართველოს პრეზიდენტთან არანაირი საქმე არ მექნება” - განაცხადა მედვედევმა.