ხორვატიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება

დღეს ხორვატიის პრეზიდენტის ინაუგურაცია ეწყობა. იანვარში ივო იოსიპოვიჩის ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ხელი შეუწყო მისმა ანტიკორუფციულმა პლატფორმამ და დაპირებამ, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდება. იოსიპოვიჩი 52 წლის სამართლის ექსპერტი და კლასიკური მუსიკის ავტორია. ის პრეზიდენტობას ცენტრისტ სტიპე მესიჩისგან გადაიბარებს, რომელიც პოსტზე 2000 წლიდან იმყოფებოდა.