ბაღაფში: რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ყირიმიდან აფხაზეთში გადატანის საკითხი არ განიხილება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ყირიმიდან აფხაზეთში გადატანის საკითხი არ განიხილება. მოსკოვში მყოფი ბაღაფშის ეს კომენტარი მოჰყვა პრესით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინასთან არსებული შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2017 წლიდან რუსეთის სამხედრო ფლოტი აფხაზეთში განთავსდება. მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბაღაფშმა ჟურნალისტებს გაუცხადა, რომ ალბათ სმენიათ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის იანუკოვიჩის მოსაზრება, რომ რუსეთტან ფლოტის თაობაზე შეთანხმება, შესაძლოა, 2017 წლის შემდეგ გადაიხედოს. ”საქართველის შეუძლია დამშვიდდეს, რადგან შავი ზღვის ფლოტის გარეშეც საკმარისი ძალა გვაქვს” - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა