ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო, კანადაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო, კანადაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი ცნობით, უკვე დაკითხეს ის პირები, რომლებმაც ვანკუვერში საციგაო ტრასა დააპროექტეს და ააშენეს. ნაცვლიშვილის შეფასებით, ფაქტია, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.