ინგუშეთში აფეთქებებს სულ მცირე 2 ადამიანი შეეწირა, დაშავდა 35

ინგუშეთში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას სულ მცირე 2 ადამიანის სიკვდილი და 35-ის დაშავება მოჰყვა. აფეთქებები ნაზრანის შემოგარენში მოხდა. გამომძიების ინფორმაციით, პოლიციას ტელეფონით შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი მიტოვებული სახლი დანაღმული იყო. უშიშროების ძალების ადგილზე მისვლის შემდეგ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღულა ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილებს შორის 22 პოლიციელია, 13 - სამოქალაქო პირი.