პაკისტანის ცნობით, სარაკეტო თავდასხმისას ექვსი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა

პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური თანამშრომლების ცნობით, ექვსი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან მოხდა. ცნობით, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა სამი რაკეტა ესროლა ალ ყაიდასთან დაკავშირებული სამხედრო გაერთიანების ადგილსამყოფელს. ეს ჯგუფი, „ჰაყანი“, ნატოს ჯარზე ახორციელებდა თავდასხმებს ავღანეთთან საზღვრის არეალში.