ავღანეთის პოლიციის ცნობით, ორმა შეირაღებულმა პირმა, მოტოციკლიდან ცეცხლი გაუხსნეს ყანდაარის ინფორმაციის და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს, აბდულ მაჯიდ ბაბაის და მოკლეს. ყანდაარის რეგიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ, ფარუყიმ მომხდარს „მკვლელობა“ უწოდა.