ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს 11 წელი მიუსაჯეს

ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კაჟიმურატ მაერმანოვს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი დამნაშავედ სცნეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მექრთამეობაში. ყახაზეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იმავე საქმეზე მსჯავრი დაედოთ, ასევე, ყაზახეთის საარტილერიო და სარაკეტო ძალების სარდლის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს პოლკოვნიკ ჟარტინოვს და ისრაელის მოქალაქეს ბორის შეინკმანს. ყველანი დამნაშავედ სცნეს ყაზახეთის მიერ ისრაელის შეიარაღების შესყიდვისას დაშვებულ ფინანსურ მაქინაციებში. გამოძიების მონაცემებით, ნაღმსატყორცნებისა და საარტილერიო ქვემეხების შესყიდვის დროს ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი, ხოლო თავად იარაღი უხარისხო აღმოჩნდა.